понедельник, 5 октября 2009 г.

პროექტი

1.პროექტის სახელი:
ამინდი

2.პროექტის მოკლე აღწერა 1-2 წინადადებით:
ამინდზე დაკვირვება ერთი კვირის განმავლობაში,ამინდის პროგნოზის მოძიება ინტერნეტში მოსწავლეების მიერ და შემდეგ ამ მომზადებული მასალის პრეზენტაცია.


3.პროექტის სრული აღწერა:
მოსწავლეები იყოფიან ჯგუფებად, თითოეული ჯგუფი ირჩევს ქვეყანას.ერთი კვირის განმავლობაში ჯგუფები აწარმოებენ დაკვირვებას არჩეული ქვეყნების ამინდზე,ინტერნეტში მოიძიებენ მასალას ,რაც წარმოდგენას მოგვცემს მათ მიერ შერჩეული ქვეყნის კლიმატზე.ამავდროულად ყველას ევალება ,აწარმოოს ამინდზე დაკვირვება საკუთარ ქვეყანაში და პარალელურად შედარებები მოახდინოს.ამ დროს ხდება შესწავლილი ლექსიკური მასალის გამოყენება ,ანუ აქცენტი კეთდება ლაპარაკზე.ერთი კვირის შემდეგ ეწყობა პრეზენტაცია, თითოეული ჯგუფი წარმოადგენს თავის არჩეულ ქვეყანას და ამავდროულად უნდა შედარება მოახდინონ საკუტარი ქვეყნის ამინდთან.

4.მონაწილეტა ასაკი:
12 წელი.

5.ვადები/ხანგრძლივობა:
ერთი კვირა.

6.პროექტის შესაძლო აქტივობები:
მოსწავლეები დაკვირვებებს აწარმოებენ ელექტრონულ ფორმატში, ინტერნეტში მოიძიებენ შესაბამის მასალას,ახდენენ შედარებას,რეალიზება ხდება შესწავლილი ლექსიკური მასალის.

7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას:
მოსწავლეები თავიანთ დაკვირვებებს მოათავსებენ ინტერნეტში ,გაუზიარებენ თავიანთ ცოდნას თანატოლებს.

8.სარგებელი სხვებისთვის:
მოსწავლეები თავიანთ თანატოლებს გაუზიარებენ მოსაზრებებს, მიიღებენ გარკვეულ ცოდნას.

9.სამუშაო ენა:
ინგლისური ენა
10.მონაწილეები სხვა სკოლიდან:

11.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
გეოგრაფია, ინგლისური. იხ სასწავლო გეგმა 2009-2010 სასწავლო წელი

12.პროექტის ფასილიტატორი:

13.ფასილიტატორის ელ.ფოსტა:

14.პროექტის ფორუმი:

15.პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: